27 ნოემბერი 2021,   09:10
ვრცლად
მუქარანარევი განცხადებების ნაცვლად, სჯობს რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება - ლაშა დარსალია

მუქარა მოსკოვიდან და ოფიციალური თბილისის პასუხი - "მუქარანარევი განცხადებების ნაცვლად, სჯობს რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და სწორედ ეს შეუწყობდა ხელს უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებებს საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აცხადებს, რომ საქართველოს, ისევე როგორც მთელი რეგიონის უსაფრთხოებას ძირს უთხრის სწორედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა საქართველოში მიმდინარე წვრთნებთან დაკავშირებით თქვა, რომ სამხედრო სწავლება "მტკიცე სული 2021" კიდევ ერთი დასტურია, რომ ნატო თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურით არა მხოლოდ რუსეთის საზღვრებს ირგვლივაა, არამედ საზღვრებს ეხება.

მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოქმედება რუსეთის საზღვრებთან ავალდებულებს მათ, მიიღონ ზომები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

დღის ამბები