21 სექტემბერი 2021,   17:28
ვრცლად
საქართველო იმსახურებს უკეთეს პოლიტიკოსებს - ვიოლა ფონ კრამონი

საქართველო იმსახურებს უკეთეს პოლიტიკოსებს - ეს განცხადება ვიოლა ფონ კრამონმა დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ევროპარლამენტარმა პრესკონფერენციამდე შეხვედრები გამართა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და არასამთავრობო სექტორთან.

ვიოლა ფონ კრამონი დღეს პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას შეხვდა. ევროპელმა დეპუტატმა კონსულტაციები გამართა ანა დოლიძესა და ელენე ხოშტარიასთანაც. ევროპარლამენტარმა პარტიებთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრები დაასრულა და მედიასთან ქვეყანაში განვითარებული მოვლენები შეაფასა.

ფონ კრამონი ამბობს, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით დემოკრატიისთვის დამაზიანებელია და ეს საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.

ვიოლა ფონ კრამონი ასევე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის არაკონსტრუქციულმა ქმედებებმა და დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმამ, მმართველ გუნდს ხელსაყრელი პირობა შეუქმნა.

როგორც ევროპული პარლამენტის, დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფის წამყვანი წევრმა, ამოცანა მივიღე წამყვანი მაღალი დონის მისიაში მონაწილეობისთვის, იმისთვის, რომ მხარი დამეჭირა პარტიებთან დიალოგისთვის და ევროპული გამოცდილება გამეზიარებინა. მას შემდეგ, რაც სრულმასშტაბიანი მისია ივლისში კოვიდის მაღალი მაჩვენებლების გამო გაუქმდა, გადავწყვიტე შეხვედრები საქართველოს პარლამენტში დელეგაციის სხვა წევრების გარეშე ჩამეტარებინა. ამიტომაც ვიმყოფები აქ, ზუსტად ამ მომენტში.

"19 აპრილის შეთანხმება იყო და არის საფუძველი ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერის აქტიურობისა საქართველოს პარლამენტში და მეტსაც გეტყვი, პირველად არ არღვევს ნდობას და "ქართულ ოცნებას" ისეთ სუბიექტად აქცევს, რომელსაც ნდობა არ გამოეცხადება და არ არის სანდო. შეთანხმებიდან გამოსვლის გამართლება არადამაჯერებელი და არასერიოზულია. "ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულა მისი მოვალეობები, ეს ეხება მოსამართლეთა დანიშვნას.

ჭეშმარიტებაა, რომ ენმ-ს არაკონსტრუქციული ქმედებები და უარი "ქართული ოცნებისთვის" ხელსაყრელი ქვეტექსტი აღმოჩნდა. ქართველი ხალხი იმსახურებს ისეთ პოლიტიკოსებს, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აყენებენ ყველაზე მაღლა. 

მე არასოდეს ვუჭერდი მხარს ბოიკოტს და მოვუწოდებდი ოპოზიციურ პარტიებს ხელშეკრულების ერთგულები ყოფილიყვნენ. 

მომავალი ადგილობრივი არჩევნები გახდა გაცილებით მნიშვნელოვანი. ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას ბრძოლაში დემოკრატიული ქვეყნისთვის. 

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა კონსტიტუციური უფლება გამოიყენონ და ადგილობრივ არჩევნებზე ხმა მისცენ,"- ვიოლა ფონ კრამონი. 

დღის ამბები