28 სექტემბერი 2021,   18:05
ვრცლად
დავით ნარმანიამ პარლამენტს სემეკის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

პანდემიის ფონზე არსებულ გამოწვევებსა და შექმნილ პრობლემებზე დღეს პარლამენტში სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა. დავით ნარმანიამ ადამიანის უფლებათა კომიტეტზე კანონმდებლებს 2020 წლის ანგარიში წარუდგინა.

პარლამენტში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ენერგო ომბუდსმენსაც მოუსმინეს. სხდომას პარტია "ლელოს" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ანა ნაცვლიშვილმა ნარმანიას უთხრა, რომ ის თემქაზე ცხოვრობს და ძალიან ხშირად, რამდენიმე საათით წყდება წლის მიწოდება. ნაცვლიშვილი დაინტერესდა, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა.

რაზეც ნარმანიამ უპასუხა, რომ მოძველებული ქსელების მოწესრიგება ხორციელდება.

"გვქონდა კიდეც ასეთი შემთხვევა, როდესაც ერთხელ აღდგენილი დაუზიანდა ძალიან სწრაფად GWP-ის, შესაბამისად, არათუ ტარიფში არ ავუსახეთ, არამედ არასათანადო მუშაობისთვის დავაჯარიმეთ კიდეც ჩვენ კომპანია 2020 წლის განმავლობაში.

მოგვიწია წყალმომარაგების ტარიფების გაზრდა იქ სამი წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიციები შევითანხმეთ, რომლის ძირითადი ნაწილიც, 90% ხმარდება ამ მოძველებული ქსელების მოწესრიგებას," - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღის ამბები