21 სექტემბერი 2021,   18:04
ვრცლად
კიბერდანაშაულის საფრთხე საქართველოში - რის შესახებ აფრთხილებენ მსოფლიოს დიდი ქვეყნები მოქალაქეებს 

პანდემიის პირობებში გაზრდილი კიბერთავდასხმების გამო მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ საგანგებო მიმართვები გაავრცელა - ამერიკა, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია მოქალაქეებს მოუწოდებენ პირადი მონაცემები და პერსონალური კომპიუტერი მაქსიმალურად დაიცვან, ასევე არ ენდონ არასერტიფიცირებულ კომპიუტერულ პროგრამებს.

როგორ უნდა დავიცვათ პერსონალური მონაცემები და კომპიუტერი კიბერდამნაშავეებისგან - სპეციალისტების განცხადებით, კიბერდანაშაულის საფრთხეები საქართველოშიც არსებობს.

აღმოჩნდა, რომ პანდემიამ საქართველოს ინტერნეტ სივრცეზეც იმოქმედა, თავდასხმები ძირითადად კერძო და საჯარო დაწესებულებებში ხდება, პარალელურად ორგანიზაციები ცდილობენ თავდასხმის სხვადსხვა მეთოდები გამოიყენონ, თუმცა კიბერუსაფრთხოების ექსპერტებს, პრობლემის აღმოფხვრის კონკრეტულ გეგმაზე საუბარი უჭირთ.

რისკების შესამცირებლად ექსპერტების მთავარი რჩევაა - მომხმარებელმა არ გახსნან საეჭვო ბმულები, არ ენდონ არასერტიფიცირებულ კომპიუტერულ პროგრამებს და არ გამოიყენო აქამდე უცნობი პროგრამები.

დღის ამბები