28 სექტემბერი 2021,   17:40
ვრცლად
ძიუდოისტთა ოლიმპიური ნაკრების წარმატება - რა შედეგები აჩვენეს ქართველმა სპორტსმენებმა დღეს "ტოკიო 2020-ზე"

წარმატებული გამოდგა ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიური თამაშები საქართველოს ძიუდოისტთა ოლიმპიური ნაკრებისთვის, ქართველმა ძიუდოისტებმა 7 წონიდან ოთხის ფინალში იასპარეზეს.

რიგით მეორე ოლიმპიურ ოქროსთან დღეს ქართული დელეგაცია ახლოს იყო, ჩემპიონის ტიტულის მოპოვების რეალური შანსი ძიუდოისტთა ტურნირზე ქართველ, მძიმე წონით კატეგორიაში მოასპარეზე, გურამ თუშიშვილს ჰქონდა. ფინალში თუშიშვილი 2016 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულს, ჩეხ ლუკაშ კრპალეკს დაუპირისპირდა, დრამატულ ფინალში ჩეხმა სპორტსმენმა გამარჯვება იპონით მოიპოვა.

თუშიშვილმა ქართულ ოლიმპიურ დელეგაციას მე-4 მედალი შესძინა, ყველა ძიუდოისტების აქტივშია. ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა მოიპოვა, ვერცხლი კი ვაჟა მარგველაშვილის და ლაშა შავდათუაშვილი ანგარიშზეა.

დღეს ემოციური კადრები გავრცელდა სოციალურ ქსელში, ქართველ ძიუდოისტებს "ტოკიო-2020-ზე" წარმატება ძიუდოს ლეგენდამ, ფრანგმა ტედი რინერმა პირადად მიულოცა.

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე დღეს ქართველი მძლეოსანი სოფო შათირიშვილმა იასპარეზა. ბირთვის კვრაში 32 მონაწილიდან ქართველმა სპორტსმენმა მხოლოდ ერთს აჯობა. 

ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა ლეგენდარულმა ქართველმა ტყვიით მსროლელმა ნინო სალუქვაძემ, 25 მეტრიდან სპორტული იარაღით სროლაში სალუქვაძემ 44 სპორტსმენში 25-ე ადგილი დაიკავა.

31 ივლისს ოლიმპიურ თამაშებზე ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს, ძალოსნობაში -ანტონ პლესნოი და მძლეოსნობაში - ბაჩანა ხორავა წარმატების მოპოვებას შეეცედბიან.

დღის ამბები