21 სექტემბერი 2021,   17:49
ვრცლად
რა გეგემები აქვს ოპოზიციას შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების პირობებში - "ოცნება" კვლავ დესტრუქციაზე საუბრობს

შეთანხმება დავტოვეთ, ვინაიდან ის ცალმხრივი იყო - ასეთი პასუხი გასცა მედიის კითხვას შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" დესტრუქციაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

პრემიერის დღევანდელი ბრალდებების მთავარმა ადრესატმა საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტის რეჟიმში გაგრძელება არჩია, თუმცა, ერთი გამონაკლისით - "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან ალიანსში მყოფი პარტიების დეპუტატები სხდომათა დარბაზში მხოლოდ საკონსტიტუციო ცლილებების განხილვას დაესწრებიან.

პარლამენტში მუშაობას იმავე მიზეზით აგრძელებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც. მმართველი გუნდი კი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გადახვევას არ აპირებს. "ქართულ ოცნებას" ეჭვი ეპარება ოპოზიციის ერთიანობაშიც და არც იმის მოლოდინი აქვს, რომ პოლიტიკური ოპონენტები ამ შემადგენლობით საარჩევნოდ ბარიერის დაწევას მიაღწევენ.

დღის ამბები