17 სექტემბერი 2021,   23:50
ვრცლად
ერთი კვირა ოლიმპიადის დასრულებამდე - საქართველოს ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე უკვე 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაოა

5 მედალი ოლიმპიადაზე, აქედან ერთი ოქრო - ჯერჯერობით ეს არის შედეგი, რომელსაც ტოკიოში ქართველმა სპორტსმენებმა მიაღწიეს, წინ კიდევ რამდენიმე დღეა.

საქართველოს სახელით მოასპარეზე უკრაინელმა ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ, ჩვენს ოლიმპიურ ნაკრებს მეხუთე გამარჯვება მოუტანა. ორჭიდში პლესნოიმ 387 კილოგრამი დააგროვა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

პირველ აგვისტოს ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიას ვიხილავთ. 27 წლის მოჭიდავისთვის ეს მეორე ოლიმპიადაა, რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ.

 

ავტორი:დავით ფრანგიშვილი

დღის ამბები