23 იანვარი 2022,   19:41
ვრცლად
"ქართული ოცნება" ცესკოს კანდიდატის დამტკიცებასთან დაკავშირებით ოპოზიციას დესტრუქციის მოწყობაში ადანაშაულებს

"ქართული ოცნება" ცესკოს კანდიდატის დამტკიცებასთან დაკავშირებით, ოპოზიციას დესტრუქციის მოწყობაში ადანაშაულებს. მმართველ გუნდში თვლიან, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლობას გაურბის და ამიტომ არ იღებს კენჭისყრაში მონაწილეობას. მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიცია ცდილობს ჩრდილი მიაყენოს საარჩევნო რეფორმას და ცესკოს ადმინისტრაციას.

"ეს განპირობეულია დამარცხების შიშით და შემდგომში იქმნიან თავის მართლების საფუძველს, რომ თავის ამომრჩეველს უთხრან, რომ ამიტომ ვერ გავიმარჯვეთ. ხდება არჩევნების წინასწარი დისკრედიტაციის მცდელობა და მეორე მიზეზი არის ის, რომ საპარლამენტო ოპოზიციას, განსაკუთრებით რადიკალურ ბანაკს, არ აღმოაჩნდა ელემენტარული პოლიტიკური პასუხისმგებლობა აეღო ის პასუხისმგებლობა, რაც ოპოზიციას ნებისმიერ დემოკრატიაში ეკუთვნის. შესაბამისად, ეს ორი მიზეზია, რისთვისაც ისინი დღეს სხდომაში არ იღებენ მონაწილეობას,"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები