23 იანვარი 2022,   08:03
ვრცლად
ანტალიის რეგიონში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა - ქალაქებს ტურისტები ტოვებენ

8-მდე გაიზარდა ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი თურქეთში. გარდაცვლილთა შორის ორი მეხანძრეა.

ქალაქებს ტოვებენ ტურისტები, ფართომასშტაბიანი ევაკუაციის საჭიროების შემთხვევისთვის ანტალიის სანაპიროსთან მობილიზებულია საზღვაო ფლოტის ორი გემი.

მეხანძრეები 100-ზე მეტი ცეცხლის კერა ჩააქრეს. ხანძრის სალიკვიდაციო პროცესში ჩართულია ათასობით მეხანძრე, ათობით ტექნიკა და ვერტმფრენები. თურქთს დახმარება უკვე გაუგზავნა აზერბაიჯანმა, საბერძნეთმა, ხორვატიამ, ესპანეთმა და უკრაინამ.

ხანძრის ჩაქრობის პროცესს ხელს ქარი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა უშლის. ეკოლოგები მასშტაბურ ხანძრებს კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ. თუმცა თურქეთის პრეზიდენტს დივერსიის ეჭვი აქვს.

ადგილობრივი მედიის ცნობით კი ტყის ხანძრებზე პასუხისმგებლობა "ქურთისტანი მუშათა პარტიასთან" დაკავშირებულმა დაჯგუფებამ აიღო.

დღის ამბები