23 იანვარი 2022,   18:59
ვრცლად
ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, უნდა მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები - პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ სიტუაციასა და წამლების ფასებზე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, წამლების ფასი ქვეყანაში ძალიან გაზრდილია და ყველა სტატისტიკა ამაზე მეტყველებს.

"ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, არცერთ ქვეყანაში არ ხდება მსგავსი რამ, ჩვენ უნდა კარგად შევისწავლოთ და  უნდა მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები.

ამის თაობაზე ყველა უკიდურესად შეწუხებული და შეშფოთებულია. მქონდა არაერთი საუბარი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, რომელიც მუშაობს აღნიშნულ ანგარიშზე. მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს წარმოგვიდგენს უახლოეს რამდენიმე დღეში. ასევე, მინდა, დავავალო ჯანდაცვის მინისტრს, მასთან მჭიდრო კოორდინაციაში ვიყოთ და დროულად წარვუდგინოთ საზოგადოებას არსებული ვითარების ანალიზი და შემდეგ რეალურად გამოსავლის გზები დავსახოთ," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები