22 იანვარი 2022,   05:49
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენთან მმართველი გუნდის და ოპოზიციური პარტიების შეხვედრები მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტთან მმართველი გუნდის და ოპოზიციური პარტიების შეხვედრები მიმდინარეობს. პირველი, ვისაც სალომე ზურაბიშვილი შეხვდა, ირაკლი კობახიძე იყო.

ქვეყნის პრეზიდენტი ესაუბრა პარტია "გირჩი"-ის წარმომადგენელს ვახტანგ მეგრელიშვილს.

შეხვედრა შედგა "ლელო საქართველოსთვის" ლიდერთან მამუკა ხაზარაძესთანაც.

"სტრატეგია აღმაშენებელი" დღეს პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე უარს ამბობს.

გიორგი ვაშაძე შეხვედრის შესაძლებლობას, მხოლოდ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე კრიტიკული შეფასების შემდეგ განიხილავს.

შეხვედრის მთავარი თემა სწორედ შარლ მიშელის შეთანხმებიდან "ქართული ოცნების“ გასვლაა.

დღის ამბები