23 იანვარი 2022,   19:36
ვრცლად
გამოძიება მიმდინარეობს, დანაშაულის სტანდარტები თუ არ გამოიკვეთა, რა უფლება მაქვს დავაკავო - შს მინისტრი 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორებზე

რა ეტაპზეა 5 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობის საქმის გამოძიება და დააკავებენ თუ არა ორგანიზატორებს, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შინაგან საქმეთა მინისტრს დღეს უწყების ათწლიანი გეგმის პრეზენტაციის შემდეგ მედიასთან მოუწია.

ვახტანგ გომელაურმა კიდევ ერთხელ დაგმო მედიაზე ძალადობა და განაცხადა, რომ გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს:

"რაც შეეხება ორგანიზატორების დასჯის თემას, ამაზე გითხარით, რომ გამოძიება დაწყებულია, თუმცა დანაშაულის და დაკავების სტანდარტები თუ არ გამოიკვეთა, მე რა უფლება მაქვს, რომ დავაკავო ადამიანი," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღის ამბები