23 იანვარი 2022,   19:59
ვრცლად
ხელისუფლებამ როგორც იქნა, მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება - ნანა კაკაბაძე "ოცნების" მხრიდან მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის", შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას მიესალმება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების რამდენიმე პუნქტი - მათ შორის ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ანტიკონსტიტუციურია.

ორგანიზაციამ სპეციალური პეტიციაც შეადგინა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში და თეთრ სახლში გადააგზავნეს.

"ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების გასვლას ამ შეთანხმებიდან, რატომ - ეს შეთანხმება შეიცავდა რამდენიმე პუნქტს, რომელიც იყო პირდაპირ ანტიკონსტიტუციური," - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

დღის ამბები