22 იანვარი 2022,   06:15
ვრცლად
თუ მცირედი შანსი მაინც არის საკონსტიტუციო ცვლილებების, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე "დღის კურიერის" ეთერში 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით საუბრობს.

ენმ-ის წევრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია აღნიშნულ შეთანხმებას არ შეუერთდა, ისინი იზიარებდნენ არჩევნებში 43%-იან ბარიერს.

მისი განმარტებით, დღესაც მზად არიან პარლამენტში საკოსტიტუცო განხილვის შემთხვევაში, ამ კონკრეტულ საკითხს დაუჭრონ.

"მე გულწრფელად არ მესმის ზოგიერთი ოპოზიციონერი კოლეგის მიერ "ნაციონალურ მოძრაობაზე" გადმობრალება, რომელიც თავიდანვე არ ყოფილა ამ შეთანხმებაში, მაგრამ პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებსაც მივცემთ ხმას. ახლაც ჩვენ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტში ვართ, ჩვენი დარჩენა პარლამენტში ზუსტად არის ის, რომ თუ ოდნავი, მცირედი შანსი მაინც არის საკონსტიტუციო ცვლილებების, მზად ვართ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დავუჭიროთ," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები