17 ოქტომბერი 2021,   17:03
ვრცლად
დაგეგმილია დაიწყოს სოფლად უფრო აქტიური ვაქცინაცია სოფლის ოჯახის ექიმების ჩართულობით - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში ამ ეტაპზე მოქალაქეების აქტივობა საკმაოდ მაღალია. ასევე, მისი თქმით, იგეგმება დაიწყოს სოფლად უფრო აქტიური ვაქცინაცია სოფლის ოჯახის ექიმების ჩართულობით. 

"რა თქმა უნდა, მეტი აქტივობაა საჭირო. ამ შემთხვევაში მხოლოდ საინფორმაციო კამპანია არ არის საკმარისი. ყველაზე უკეთესად მუშაობს საკუთარი მაგალითის გაზიარება, ასევე იმის დემონსტრირება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია და მოსახლეობის დიდი ნაწილი რომ ჩართულია ამ პროცესში, განსაკუთრებით სამედიცინო სფეროს  წარმომადგენლები, ეს კამპანიური სახით აქამდეც მიმდინარეობდა და კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

დღეს სამივე კომპონენტი, რომელიც ჩვენ გვჭირდება ვაქცინაციისთვის ადგილზეა. ეს არის ვაქცინების საკმარისი დოზა, სამედიცინო დაწესებულებები მობილიზდება და ემატება ყოველდღიურად და მოქალაქეების აქტივობა. ჯერჯერობით, მოქალაქეების აქტივობა არის საკმაოდ მაღალი. თუმცა, ჩვენ გეგმაშია, რომ კიდევ მეტი ადმინისტრირების ადგილი გაჩნდეს, ანუ ვაქცინაციის ცენტრები როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რაიონულ დონეზე და დაიწყოს სოფლად უფრო აქტიური ვაქცინაცია სოფლის ოჯახის ექიმების ჩართულობით,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

დღის ამბები