17 ოქტომბერი 2021,   15:48
ვრცლად
კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 99.7% აუცრელი იყო - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 99.7% აუცრელი იყო.

"დღეს სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების 34 შემთხვევა. ერთი მთავარი გზავნილი მინდა გავაკეთო - გუშინ გაანალიზდა მთლიანად წელს გარდაცვალებულთა რაოდენობა და 99.7% სამწუხაროდ, აუცრელია. მეორე მხრივ, ასევე გაანალიზდა აცრილ მოსახლეობაში დაინფიცირების მაჩვენებელი, ეს არის 0,3% ორჯერ აცრილებში და 0,9% ერთხელ აცრილებში. აქაც სრულად აცრილებში დაახლოებით, თხუთმეტჯერადი განსხვავებაა ანუ აცრა 15 ჯერადობით იცავს - 1000 ადამიანში ვინც აცრილია, შეიძლება დაიღუპოს ერთი მაშინ, როდესაც აუცრელ 1000 ადამიანში დაიღუპება 15.

ამიტომ დაცვას აცრისას აქვს ძალიან სერიოზული საფუძველი. აცრები ერთ-ერთი მთავარია რაც ჩვენს მოსახლეობას დაიცავს ეპიდემიის შემდგომი გაუარესებისგან და სავალალო გამოსავლისგან," - განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ დღეს დილის მდგომარეობით, საქართველოში 523 ათასი ადამიანია აცრილი, აქედან ორჯერადად აცრილია 165 ათასი ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 5,8 % შეადგენს.

დღის ამბები