22 იანვარი 2022,   06:30
ვრცლად
გამოვთქვამ რწმენას, რომ ირაკლი ბებუას და გენადი ბესტაევის გათავისუფლების საკითხიც უახლოეს მომავალში გადაწყდება - თეა ახვლედიანმა უწყების 10 წლიანი სტრატეგია წარადგინა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უწყების 10-წლიანი ხედვის და სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა, რომ ირაკლი ბებუას და გენადი ბესტაევის გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება ჰუმანიტარულ ჭრილში.

"რამდენიმე დღეში 13 წელი გახდება რუსეთ-საქართველოს ომიდან, რომლის მძიმე შედეგებსაც ჩვენი ქვეყანა დღემდე უმკლავდება.

სწორედ ამ დღეებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს!

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩვენი ორი განუყოფელი რეგიონის ხელოვნური იზოლაციით, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა შეიქმნა ახალგორის რაიონში, სადაც შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს არაერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეეწირა.

პანდემიის პირობებშიც კი, გრძელდებოდა საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებები, ე.წ. "ბორდერიზაციის" და საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცებების ჩათვლით.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღესდღეობით კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება ჩვენი ორი მოქალაქე - ირაკლი ბებუა და გენადი ბესტაევი. რწმენას გამოვთქვამ, რომ მათი გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში ისევე გადაწყდება ჰუმანიტარულ ჭრილში, როგორც ეს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა ზაზა გახელაძის შემთხვევაში. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, საქართველოს პრემიერ მინისტრის უშუალო ჩართულობის როლს, საქართველოს პრეზიდენტის, ჩვენი პატრიარქის და საერთაშორისო პარტნიორების ერთიან ძალისხმევას,"- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

დღის ამბები