22 იანვარი 2022,   05:53
ვრცლად
ენმ არასდროს აყენებს ამ ორგანიზაციების კეთილსინდისიერებას კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს უფრო "ოცნებას" ჩვევია - ბოკუჩავა IRI-ს კვლევაზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, მისი პარტია IRI-ს პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ არ აყენებს და მის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიუკერძოებლობის სჯერა.

მისივე თქმით, მსგავსი ორგანიზაციების მიმართ დისკრედიტაციული განცხადებები "ქართული ოცნების" ხელწერაა. 

"ჩვენი პოლიტიკური ძალის მხრიდან არასოდეს დასმულა კითხვის ნიშნები აღნიშნულ ორგანიზაციასთან მიმართებაში, ეს უფრო "ქართულ ოცნებას" ჩვევია, როდესაც მათ არ მოსწონთ რეიტინგები, იქნება ეს IRI-სა თუ NDI-ს მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი, ისინი პუტინისტურ ჭრილში იწყებენ ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციას და ეს არაერთხელ გვინახავს.

ენმ არასოდეს აყენებს ამ ორგანიზაციების კეთილსინდისიერებას და პროფესიონალიზმს კითხვის ნიშნის ქვეშ, არც "სამართლიანი არჩევნების", "საერთაშორიო გამჭვირვალობის", საიასი, რადგან ესენი მართლაც არიან დამოუკიდებელი, არასამთავრობო, პროფესიონალი ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისთვის მუშაობენ,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ "დღის კურიერის" ეთერში. 

დღის ამბები