21 სექტემბერი 2021,   17:34
ვრცლად
ლიეტუველმა დეპუტატმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა 50 წლის იუბილე თბილისში, გივი თარგამაძის სახლში აღნიშნა

ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა 50 წლის იუბილე ქართველ ოპოზიციონერებთან ერთად, გივი თარგამაძის სახლში აღნიშნა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად გივი თარგამაძე წერს და იქვე აქვეყნებს ლიეტუველ სტუმართან ერთად გადაღებულ ფოტოს: 

"ძვირფასი სტუმარი მეწვია სახლში - ნაღდი მეგობარი, ღირსეული პიროვნება, თავისუფლებისთვის მებრძოლი კაცი - ლიტვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგის პავილიონისი. მეგობრობის და ბრძოლის ბევრი წელი გვაკავშირებს და მისი გვერდში დგომა ყოველთვის საიმედოა. 50 წლის შესრულდა და გადაწყვიტა, ეს მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოში აღენიშნა, მორიგი წვლილი შეეტანა ჩვენს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, საყვარელი ადგილები და ადამიანები მოენახულებინა. მისი დაბადების დღე 22 ივლისსაა, ჩემი - 23. ამიტომაც, ერთად აღვნიშნეთ. მშვენიერი საღამო იყო. დროებით დაგვტოვა, მაგრამ, ამ დროსაც საქართველოს დახმარებისთვის გამოიყენებს. ჟიგისის და სხვა მეგობრების გვერდში დგომით, ხალხის ძალისხმევით, საქართველო გაიმარჯვებს“, - წერს გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები