27 ოქტომბერი 2021,   04:45
ვრცლად
COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები ინტენსიურად მიმდინარეობს - პროცესში აქტიურად არიან ჩართული სამართალდამცველები

ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები ინტენსიურად მიმდინარეობს.  პროცესში აქტიურად არიან ჩართული სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადსხვა განყოფილების წარმომადგენლები დილიდან "ჰუალინგის" სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მდებარე ვაქცინაციის ცენტრში იცრებიან.

დღეს სპეციალურად მოწყობილ სივრცეში 100-მდე თანამშრომელი აიცრება.

ჰუალინგის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრში, გარდა შინაგან სამინისტროს თანამშრომლებისა, ვაქცინაციის ჩატარება სხვა მოქალაქეებსაც შეუძლიათ.

დღის ამბები