23 იანვარი 2022,   07:13
ვრცლად
"ისეთ ფიგურასაც კი, როგორიც სალომე ზურაბიშვილია, იძულებული გახდა რომ გაეკრიტიკებინა ხელისუფლება" - ზაალ უდუმაშვილი 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების საკითხს გამოეხმაურა, პოლიტიკური შეფასებები მოყვა. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი პრეზიდენტის განცხადებებს მიესალმება და მას დადებითად აფასებს. 

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი იძულებული გახდა რომ გაეკრიტიკებინა ხელისუფლება.

"ისეთ ფიგურასაც კი, როგორიც სალომე ზურაბიშვილია, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ერთი კრიტიკული სიტყვა არ დასცდენია ქართული ოცნების მიმართ, იძულებული გახდა რომ გაეკრიტიკებინა ხელისუფლება. ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა იყო ამ განცხადებაში მხოლოდ იმისთვის, რომ დაებალანსებინა ეს განცხადება და არ ყოფილიყო მხოლოდ ქართული ოცნების კრიტიკა,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარის მოადგილე, პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მხრიდან მნიშვნელოვანი გზავნილი გაკეთდა.

"არ აქვს მნიშვნელობა ვის მოსწონს და ვის არ მოსწონს პრეზიდენტი, უნდა ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქართულმა ოცნებამ იმდენად დამაზიანებელი გადაწყვეტილება მიიღო ამ შეთანხმებიდან გასვლის განცხადებით, რომ პრეზიდენტმაც კი ვერ შესძლო ამის გამართლება. ბევრ ნაწილში პირდაპირ დაადანაშაულა და თქვა, რომ ეს არის ქვეყნისთვის საზიანო, რომ ასე ჩვენ დასავლელ პარტნიორებში ნდობას ვერ მოვიპოვებთ,“ - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები