28 სექტემბერი 2021,   23:18
ვრცლად
მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანი ლაშა ტალახაძე დღეს ოლიმპიური ოქროს მოსაპოვებლად იბრძოლებს

მეორე ოქროს მოლოდინში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე - დღეს ძალოსანთა ტურნირზე მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცი ლაშა ტალახაძე შეეცდება წარმატების და ზედიზედ მეორედ ოლიმპიური ჩემპიონის წოდების მოპოვებას. 109 კილოგრამ წონით კატეგორიაში როგორც ატაცში, ისე აკვრაში და ორჭიდში, ყველა რეკორდი ლაშა ტალახაძეს ეკუთვნის, შესაბამისად სწორედ ქართველი ძალოსანია ტურნირის ფავორიტი. ა ჯგუფის ძალოსნები 15 საათიდან გამოვლენ, საპრიზო ადგილებისთვის 7 სპორტსმენი იბრძოლებს.

ლაშა ტალახაძის მშობლიურ საჩხერეში ძალოსნის საგულშემატკივროდ მისი მეგობრები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.

დღესვე გაიმართება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის ფინალური ბლოკი, ქართველი მოჭიდავე რამაზ ზოიძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

 

ავტორი:ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები