21 სექტემბერი 2021,   17:39
ვრცლად
თუშეთში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული პირი გერმანელი ტურისტია

ფშაველი-აბანო-ომალო  35 -ე კილომეტრზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული გერმანელი ტურისტია.

"კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ შემთხვევის  დროს მაღალი გამავლობის მანქანში სულ ორი ადამიანი იმყოფებიდა, მათ შორის ერთი გერმანელი ტურისტი. 

ავარიის დროს, ქვემო ალვანში მცხოვრები შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, რომელიც მანქანას მართავდა.

რაც შეეხება დაშავებულ ტურისტს მისი გადარჩენა მოხერხდა და ამ ეტაპის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და სამაშველო ჯგუფები. 

დღის ამბები