21 სექტემბერი 2021,   18:30
ვრცლად
პოლიტიკურმა პარტიებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რეგისტრაცია დაიწყეს

პოლიტიკურმა პარტიებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რეგისტრაცია დაიწყეს. ცოტა ხნის წინ რეგისტრაციის მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" მიმართეს.

"ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ ძალიან სერიოზულ ბრძოლას და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ხვედელიანი.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგი გაიმართა. 

"რეგისტრაციაში გატარების მიზნით, საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს. რაც შეეხება ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, ის ორგანიზაციები, რომლებიც დაკვირვებას აპირებენ ერთ კონკრეტულ ოლქში, შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ კონკრეტულად საოლქო საარჩევნო კომისიებში. ხოლო თუ ისინი სხვადასხვა ოლქში აპირებენ დაკვირვებას, მათ შეუძლიათ სათითაოდ საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს,"- აღნიშნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ნათია იოსელიანმა.

დღის ამბები