18 იანვარი 2022,   10:40
ვრცლად
გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგ სხდომაზე, განხილვის მთავარი თემა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი იყო 

გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგ სხდომაზე, განხილვის მთავარი თემა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო.

სხდომის დასრულების შემდეგ, სპეციალური განცხადება გააკეთეს უშიშროების საბჭოს წევრმა ქვეყნებმა. მათ მწუხარება გამოთქვეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კვლავ ირღვევა და დაგმეს
რუსეთის უწყვეტი პროვოკაციები - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონზე რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო კონტროლი.

"მიმდინარე კვირას აღინიშნება 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დაწყების 13 წლისთავი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვწუხვართ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კვლავ ირღვევა რუსეთის ფედერაციის მიერ. ჩვენ ვგმობთ რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას და კონტროლის განხორციელებას საქართველოს განუყოფელ ნაწილებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთი და რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აღნიშნული ქართული რეგიონების ანექსიისკენ. რუსეთის ქმედებები საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა.

ჩვენ ვგმობთ რუსეთის უწყვეტ პროვოკაციებს, რომლებიც გრძელდება მიმდინარე პანდემიის მიუხედავად, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გაძლიერებულ სამხედრო ყოფნასა და სამხედრო წვრთნებს, ბორდერიზაციის პროცესის ინტენსიფიკაციას, თვითნებურ დაკავებებს, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებებს, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და ადმინისტრაციული საზღვრის ხანგრძლივ ჩაკეტვას (ABL), გალის და ახალგორის რაიონებში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას. ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ირაკლი ბებუა და საქართველოს სხვა მოქალაქეები, რომლებიც კვლავ უკანონოდ არიან დაკავებულნი,"- აღნიშნა გაეროში ესტონეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანდრე ლიპანდიმ.

დღის ამბები