18 იანვარი 2022,   11:47
ვრცლად
პუტინის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან ე.წ ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების დამტკიცება საქართველოს უკანონო ოკუპაციის გაგრძელებას წარმოადგენს - საგარეო უწყება 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის პრეზიდენტის მორიგი უკანონო განკარგულება, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების პროექტის დამტკიცება, ოკუპაციის გაგრძელებად შეაფასა.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციამ ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია, 2008 წელს კი სწორედ აღნიშნული არალეგიტიმური პროცესით უშედეგოდ შეეცადა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამართლებას.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის მიერ განხორციელებულ უკანონო პასპორტიზაციის პროცესს გმობს.

"საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების უკანონო პასპორტიზაციის პროცესის დაგმობაში და აღნიშნულს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ისევე, როგორც საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ შელახვად მიიჩნევს," - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დღის ამბები