18 იანვარი 2022,   10:58
ვრცლად
უვიზო რეჟიმის მონიტორინგი - რა გამოხმაურებები მოჰყვა ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში

უვიზო რეჟიმის მონიტორინგის შესახებ ევროკომისია ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარი საქართველოზეც არის.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის სტანდარტების შესრულებას და მიიღო ზომები კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. თუმცა, შემდგომი ძალისხმევაა საჭირო წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების საკითხის მოსაგვარებლად, ასევე ფულის გათეთრების, პრევენციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში.

ევროკომისიის ანგარიშს გამოხმაურება მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ანგარიშში მოყვანილი საკითხები და რეკომენდაციები ემთხვევა იმ საკითხებს, რომელიც შეტანილი იყო 19 აპრილის შეთანხმებაში. ამიტომ  ეს უნდა ჩათვალოს სიგნალად საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ თუ ის შესაბამის რეფორმებს არ გააგრძელებს ვიზალიბერალიზაცია შეიძლება გადაიხედოს.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, თუ საქართველოს მოქალაქეებს და  პოლიტიკურ სპექტრს ევროინტეგრაცია სურთ, მაშინ ეს ქმედებებით უნდა დაამტკიცონ, თუმცა  ბოლო წლის განმავლობაში ეს ქმედებები არათუ არ გამოხატავს ამ სურვილს, არამედ საწინააღმდეგოს ამტკიცებს.

ანგარიშის შინაარსის გაანალიზებაზე საუბრობს "ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლების საზრუნავს წარმოადგენს იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელიც ანგარიშშია მოყვანილი. მიხეილ სარჯველაძე დადებითად აფასებს, იმას რომ ]ვიზალიბერალიზაციის შემდგომი გაუმჯობესებისთვის გასატარებელი რეფორმების ინიციატორი შესაძლოა  ევროპული სტრუქტურები იყვნენ.

დღის ამბები