18 იანვარი 2022,   10:35
ვრცლად
ხელოვნების მუზეუმიდან "ოქროს ფონდის" ტრანსპორტირებას აქტივისტებმა პროტესტი ცოცხალი ჯაჭვით გამოუცხადეს

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან "ოქროს ფონდის" ტრანსპორტირებას აქტივისტებმა პროტესტი ცოცხალი ჯაჭვით გამოუცხადეს და ადგილზე პლაკატები გააკრეს - ექვთიმე თაყაიშვილის პორტრეტები მისივე ციტატებით.

მუზეუმთან შეკრებილები ითხოვდნენ, რომ გამჭირვალე იყოს ყველა ის პროცესი, რაც მუზეუმთან დაკავშირებითაა დაგეგმილი. ცნობილი გახდეს იმ ექსპერტთა ვინაობა ვინც ექსპონატების გადაადგილებას უზრუნველყოფს და ასევე, მეტად მკაფიო იყოს გეგმა, რომელიც შენობის რეაბილიტაციას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გაიმართა შეხვედრა კულტურის მინისტრსა და საპატრიარქოს შორის, მათი ერთობლივი შეთანხმებით დასახელდა ის სივრცეები, სადაც საგანძური დროებით შეინახება. ესენია სიმონ ჯანაშიას მუზეუმი და ამირანაშვილის მუზეუმის მომიჯნავე შენობა. მათივე თქმით ამირანაშვილის მუზეუმის რეაბილიტაციის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება.

დღის ამბები