18 იანვარი 2022,   11:53
ვრცლად
ევროპის ქვეყნების ნაწილში საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ბარ-რესტორნებით სარგებლობისთვის ე.წ კოვიდ პასპორტი იქნება საჭირო

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 202 მილიონს უახლოვდება. ისევ სწრაფად ვრცელდება დელტა შტამი.

კომენდანტის საათი გამოცხადდა საბერძნეთის ორ კუნძულზე. იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით კი, მასწავლებლებს ე.წ კოვიდ პასპორტების წარდგენა დასჭირდებათ, მწვანე საშვი იქნება სავალდებულო საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეებისთვისაც. ბარებსა და რესტორნებში მსგავსი დოკუმენტის წარდგენა მოუწევთ საფრანგეთშიც, სექტემბრის შუა რიცხვებამდე კი მედპერსონალი უნდა აიცრას.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, შეერთებული შტატების მთავრობა მომდევნო კვირებში ბუსტერ დოზების შეთავაზების შესახებ გააკეთებს განცხადებას. ვაქცინის ბუსტერ დოზებს მიიღებენ ჩილეში სინოვაკით აცრილი პირებიც.

დღის ამბები