23 იანვარი 2022,   06:37
ვრცლად
რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ მაშველებმა კუნძულზე დარჩენილი ბერები გამოიყვანეს - საბერძნეთში კვლავ ხანძრებს ებრძვიან

საბერძნეთში კვლავ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ტყის მასივს უკიდია და რამდენიმე ლოკაციაზეა გავრცელებული. მეხანძრეები ბოლო 24 საათში ცეცხლის 92 კერის ჩაქრობას ცდილობდნენ.

რთული ვითარებაა კუნძულ ევიაზე, სადაც ასობით სახლი უკვე დაიწვა. სამართალდამცველებთნ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ მონასტერიდან 12 ბერის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მეხანძრეებს 500 ჯარისკაცი და ათობით ვერტმფრენი ეხმარება.

კუნძულზე მაშველები გააგზავნა საფრანგეთმაც.

დღის ამბები