23 იანვარი 2022,   06:58
ვრცლად
პაკისტანში ინდუისტური ტაძარი დაარბიეს - დაამსხვრიეს ქანდაკებები და დაწვეს ტაძრის შესასვლელი კარი

თავდასხმა ინდუისტურ ტაძარზე პაკისტანში. რელიგიური დაწესებულება მუსლიმთა ჯგუფმა დააზიანა. დაამსხვრიეს ქანდაკებები და დაწვეს ტაძრის შესასვლელი კარი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამხედროები. დააკავეს თავდასხმაში მონაწილე 50-მდე ადამიანი.

მომხდარის გამო პაკისტანელი დიპლომატი გამოიძახა დელიში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ინდუისტურ ტაძარზე თავდასხმას წინ უძღოდა სასამართლოს მიერ 8 წლის ინდოელი ბავშვის გათავისუფლება. ბავშვს ბრალად მუსლიმური რელიგიური დაწესებულების შეურაცხყოფა ედებოდა.

დღის ამბები