22 იანვარი 2022,   06:30
ვრცლად
სინამდვილეში, კობახიძეს არავინ ეკითხება არჩევნების დანიშვნას - ნიკა ობოლაძე

მმართველი გუნდი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ აპირებს- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია და მმართველი პარტია კონსტიტუციის ჩარჩოდან გასვლაზე ყოველთვის უარს იტყვის.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა ობოლაძის განცხადებით, ვადამდელი8 არჩევნების ჩატარება-არჩატარების საკითხი ირაკლი კობახიძის გადასაწყვეტი არ არის. 

"ერთი კვირის წინ მან განაცხადა, რომ შესაძლოა, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ახლა ამბობს, რომ გამორიცხულია. სინამდვილეში, კობახიძეს არავინ არ ეკითხება არჩევნების დანიშვნას. ქართველი ხალხი, სრულიად ოპოზიცია, სრულიად დასავლური სამყარო შეთანხმდა, რომ 43%-იანი ზღვარი არის რეფერენდუმის ზღვარი, რომლის შედეგადაც დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები,"-აცხადებს ობოლაძე. 

"სტრატეგია აღმაშენებლის წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მსგავსი განცხადებები მოსახლეობაში ნიჰილიზმის დანერგვას ემსახურება. 

"ქართული ოცნება" მოწყვეტილია რეალობას. მათ არ უნდათ რეალობას თვალი გაუსწორონ. რაც არ უნდა თქვან, გზავნილები აგზავნონ მოსახლეობასთან, რომ აი ჩვენ როცა გვინდა მაშინ დავნიშნავთ არჩევნებს, თქვენ მოხვალთ-არ მოხვალთ, მოგვცემთ ხმას თუ არა კიდევ 2024 წლამდე ვიქნებით ხელისუფლებაში, ეს არის გზავნილები და ფსიქოლოგიური დაშინების მომენტი მოსახლეობისადმი, რომ კიდევ უფრო ნიჰილიზმი გააღრმავონ,"- აცხადებს ჩიხლაძე. 

დღის ამბები