22 იანვარი 2022,   07:06
ვრცლად
კულტურის სამინისტრო კონკურსს აცხადებს - განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო

კულტურის სამინისტრო კონკურსს აცხადებს, რომელიც კლასიკური მუსიკის, ბალეტის, სახელოვნებო სკოლებისა და მსგავსი პროექტების ხელშეწყობას ემსახურება. განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო. კულტურის სამინისტროში თეა წულუკიანის ბრიფინგი ცოტა ხნის წინ დასრულდა

"მინდა მოვუწოდო ყველა კერძო სკოლას, იმ მუნიციპალურ სახელოვნებო სკოლას, რომელიც მწირი ბიუჯეტის ფარგლებში და საოცარი ენთუზიაზმის ხარჯზე ჩვენს ახალგაზრდებს აზიარებს კულტურას და ცოდნას აძლევს იმ სფეროში, რომელმაც საბოლოოდ უნდა ხელი შეგვიწყოს, რომ უფრო მაღალ დონეზე მივიღოთ კვალიფიციური კადრები ან მივიღოთ ადამიანი, რომელიც მუსიკალურად, ან სხვა მიმართულებით იქნება განათლებული - მოვუწოდებ ამ სკოლებს, რომ მაქსიმალური აქტივობა გამოიჩინონ პროექტების შემოტანაში," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები