22 იანვარი 2022,   06:23
ვრცლად
თეა წულუკიანის თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებით ქვეყანა კონსტიტუციურ რეჟიმს დაუბრუნდა

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებით ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნდა.

მინისტრი აცხადებს, რომ 2024 წლამდე საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება. 

"ის, რომ 2024 წლამდე საქართველოში ვერ იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ეს წერია საქართველოს კონსტიტუციაში და მე ძალიან მიხარია, რომ "ქართული ოცნება" და ქვეყანა დავუბრუნდით კონსტიტუციურ რეჟიმს. კონსტიტუცია ამბობს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება 4 წელიწადში ერთხელ. ამას სხვაგვარად ამბობდა შარლ მიშელის დოკუმენტი, რომლიდანაც ჩვენ გამოვედით და მე ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები,"-აცხადებს წულუკიანი.

 

 

 

 

დღის ამბები