23 იანვარი 2022,   20:06
ვრცლად
ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა შეიძლება იყოს და რა იქნება ამ არჩევნების შემდგომ - კელი დეგნანი

შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება. კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების მნიშვნელობასა და პოლიტიკური სუბიექტების პასუხისმგებლობაზე. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ამბობს, რომ შეთანხმების შემუშავების პროცესი იყო ხანგრძლივი, მასში ჩართული იყვნენ პოლიტიკური ძალების ლიდერები. შედეგად, დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და მორგებულია საქართველოს საჭიროებებზე.

"არჩევნები საქართველოში ჩატარდება ოქტომბერში, როგორც ეს არის დაგეგმილი. ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა შეიძლება იყოს და რა იქნება ამ არჩევნების შემდგომ. მნიშვნელოვანია ის, რომ 19 აპრილის შეთანხმება მიღებულ იქნა 6 თვიანი, ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად. პროცესში მონაწილეობდნენ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები. პროცესი გრძელდებოდა 6 თვე, ამიტომაც შედეგი არის თანმიმდევრული, შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას. მიგვაჩნია, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების გეგმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, შეთანხმება იმითაც არის ღირებული, რომ მის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდა ყველა პოლიტიკური პარტია და ამ შეთანხმებას თითქმის ყველა პოლიტიკურმა ძალამ მოაწერა ხელი. მასში გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს განვითარებას. კვლავ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იმ საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, რაც საქართველოს სჭირდება," - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები