22 იანვარი 2022,   06:48
ვრცლად
"სამართლიანი არჩევნები" 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს.

დოკუმენტი მოიცავს 2021 წლის 1 ივნისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს და მასში საუბარია საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ასევე, შეფასებულია საარჩევნო რეფორმის შედეგები.

"სამართლიანი არჩევნების" ანგარიშის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემა, რომელიც მის მიმართ ნდობის ნაკლებობაში გამოიხატება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ისევ გადაუჭრელია.

"სამართლიანმა არჩევნებმა" ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე მხარი არცერთ კანდიდატს არ დაუჭირა, რადგან არცერთი კონკურსანტი სრულად არ აკმაყოფილებდა ორგანიზაციის მოთხოვნებს.

ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის ამაღლების მნიშვნელობის გათვალისწინებით, კომისიას უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ეხელმძღვანელა," - ნათქვამია დოკუმენტში.

დღის ამბები