23 იანვარი 2022,   07:35
ვრცლად
ხანძრების განზრახ გაჩენის ბრალდებით თურქეთში 6 პირი დააკავეს

თურქეთში, მუღლას პროვინციაში, ხანძრის ორი კერის განზრახ გაჩენის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. 

4 პირმა 2 აგვისტოს მილასის რაიონში ფეთქებადი ნივთიერებით სავსე ბოთლები ისროლა და გაქცევა სცადა. სამართალდამცველებმა მათი დაკავება შეძლეს. 

მეორე ინციდენტის დროს, 3 აგვისტოს, 3 პირი დაკითხვის შემდეგ ასევე ცეცხლის განზრახ გაჩენი გამო სასამართლოს გადაწყვეტილებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მათ ტყის ხანძარი ბოდრუმის რაიონში გააჩინეს. 

სამართალდამცველების განმარტებით, ძლიერი ცეცხლი მას შემ,დეგ გაჩნდა, რაც აღნიშნულმა სამმა პირმა მანქანიდან სიგარეტი გადააგდო.

დღის ამბები