22 იანვარი 2022,   07:19
ვრცლად
ოფიციალური მოსკოვის განცხადება - რატომ არ სჯერა თბილისს მოსკოვის გულწრფელობის და რაზე გადის რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის გზა

არსებობს წითელი ხაზები - დეოკუპაცია და დასავლური ინტეგრაცია. ასეთი შინაარსის მოკლე პასუხი მიიღო თბილისიდან ოკუპანტმა მოსკოვმა, რომლის განცხადებაც ოკუპირებულმა ქვეყანამ ცინიკურად და მიუღებლად მიიჩნია.

ერთი ხელით, რუსეთი საქართველოს თანამშრომლობას სთავაზობს, მეორეთი კი, ყველაფერზე, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია უარის თქმას - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, ასევე ქვეყნის მერ არჩეულ დასავლურ კურსზე.

ოფიციალურ თბილისთან ერთად, მოსკოვს პასუხი დღეს სტრატეგიულმა მოკავშირემაც გაუგზავნა. საქართველოში ამერიკის ელჩმა ოკუპანტ ქვეყანას მარტივი ჭეშმარიტება შეახსენა - თუ მოსკოვს საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა სურს, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიები უნდა დატოვოს.

დღის ამბები