23 იანვარი 2022,   06:57
ვრცლად
მსოფლიოში დელტა შტამი სწრაფად ვრცელდება - რას უკავშირებენ ახალგაზრდებში კორონავირუსის მზარდ მაჩვენებელს

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების და გარდაცვალების მაჩვენებელი თვეზე მეტია მზარდია, რის გამოც ქვეყნები იძულებული არიან შეზღუდვები ისევ დააწესონ.

დელტა შტამის გავრცელების პრევენციის მიზნით, კოვიდპასპორტები სავალდებულოა იტალიაში. 

დიდ ბრიტანეთში ინფიცირების და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ახალგაზრდებში განსაკუთრებით იმატებს. შედეგად კი, ბორის ჯონსონი ახალგაზრდებში ვაქცინაციის ტემპის დაჩქარების ინიციატივით გამოდის. 

დელტა შტამის სწრაფად გავრცელების გამო, ახალ შეზღუდვებს აწესებს ავსტრალიაც. მოსახლეობას სახლის დატოვება მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს შეეძლება.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა არავაქცინირებული ტურისტები აღარ მიიღოს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხევების 93%-ზე მეტი დელტა ვარიანტია.

მსოფლიოში ახალგაზრდებში კორონავირუსის მზარდ მაჩვენებელს, ექსპერტები ვაქცინაციის დაბალ ტემპს უკავშირებენ. 

ავტორი: თიკო ცერცვაძე. 

დღის ამბები