18 იანვარი 2022,   10:39
ვრცლად
მუხათგვერდში, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მეომართა ძმათა სასაფლაოზე, ოპოზიციის წევრები შეიკრიბნენ

მუხათგვერდში, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მეომართა ძმათა სასაფლაოზე, ოპოზიციის წევრები შეიკრიბნენ. მათ პატივი მიაგეს სამშობლოსთვის თავგანწირულ ჯარისკაცთა ხსოვნას.

"ბრძოლა გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ დღეს ტყვიებისა და ჭურვების ხმა არ ისმის. ეს დასრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება,"- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

"ეს ხსოვნა გვავალდებულებს ჩვენ, რომ საფრთხე, რომელიც არ გამქრალა პუტინის რუსეთისგან, გავანეიტრალოთ და არასოდეს დავუშვათ, რომ იარაღის გამოყენების გარეშე წაგვართვან ჩვენ შიგნით დამოუკიდებლობა და თავისუფლების რწმენა, რასაც ახლა ჩვენი მტერი აკეთებს," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. რუსული აგრესიის შედეგად დაიღუპა 412 ადამიანი. მათ შორის 169 ჯარისკაცი. დაიჭრა 1747 პირი.

დღის ამბები