20 იანვარი 2022,   08:26
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. 

სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საზღვარგარეთ  საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. რუსული აგრესიის შედეგად დაიღუპა 412 ადამიანი. მათ შორის 169 ჯარისკაცი. დაიჭრა 1747 პირი.

იძულებით გადაადგილება კი 130 000 ადამიანს მოუწია. რუსული ინტერვენციის გამო განადგურდა 35 000 საცხოვრებელი სახლი, მიწასთან გასწორდა 53 სოფელი. რუსეთის მხრიდან მოხდა 5 ხეობისა და 125 სოფლის ოკუპაცია. 13 წლის წინ, 7 აგვისტოს განსაკუთრებით გამწვავდა. დაიბომბა ნული, ავნევი, ფრისი, დვანი, რასაც 7 აგვისტოს, გვიან ღამით საპასუხო ცეცხლი მოჰყვა.

8 აგვისტოს დილით კი, როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში რუსეთის 58-ე არმიის კოლონა შემოვიდა. რუსულმა ავიაციამ დაბომბა გორი, ფოთის პორტი, სენაკის და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა და ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი. საქართველოს მოქალაქეები დღემდე მავთულხლართების მიღმა ცხოვრობენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები