18 იანვარი 2022,   01:49
ვრცლად
მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება - ნედ პრაისი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი მოუწოდებს რუსეთის მთავრობას, 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეასრულოს.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოში, პრაისი ამბობს, რომ სოლიდარულები არიან საქართველოს მოსახლეობის მიმართ და ელოდებიან დღეს, როდესაც ქვეყანა გაერთიანდება.

"13 წლის წინ, ამ დღეს, რუსეთის ძალები შეიჭრნენ საქართველოში, დახოცეს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ათასობით ადამიანი აიძულეს, საკუთარი სახლები დაეტოვებინათ. ახლაც კი, რუსეთის ძალებს ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20%.

რუსეთის ოკუპაციას ტრაგიკული ადამიანური საფასური მოჰყვა, განსაკუთრებით "კოვიდ-19"-ის პანდემიის დროს. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის უწყვეტი დაბრკოლება სიცოცხლის საფასურად უჯდებათ და ეს დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს.

მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სოლიდარული ვართ საქართველოს მოსახლეობის მიმართ და მოუთმენლად ველოდებით დღეს, როდესაც ისინი კვლავ გაერთიანდებიან,"-აცხადებს ნედ პრაისი. 

დღის ამბები