17 იანვარი 2022,   10:49
ვრცლად
შინდისის გმირები, გიორგი ანწუხელიძესთან ერთად, დაუმარცხებელი საქართველოს სიმბოლო არიან - გიორგი გახარია

ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგო. პარტია "საქართველოსთვის ლიდერმა" და პარტიის სხვა წარმომადგენლებმა შინდისის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

გიორგი გახარიას განცხადებით, დეოკუპაციისა და დებორდერიზაციის სტრატეგია ზეპარტიული საკითხია და ყველას ერთიანი პოზიცია უნდა ქონდეს.

"პატივს მივაგებთ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს და, რა თქმა უნდა, სიმბოლურია და შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ ვართ დღეს აქ, შინდისის გმირების მემორიალთან. შინდისის გმირები, რომლებიც, გიორგი ანწუხელიძესთან ერთად დაუმარცხებელი საქართველოს სიმბოლო არიან.

გრძელდება ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის 20% მიწის ოკუპირება, ეს ჩვენი ქვეყნის განვითარების შეზღუდვაა,"-აცხადებს გახარია. 

დღის ამბები