17 იანვარი 2022,   10:39
ვრცლად
არ ვფიქრობ, რომ დღეს გლოვის დღე უნდა იყოს, ეს არის ჩვენი მომავლის, იმედის დღე - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომიდან 13 წლისთავთან დაკავშირებით მთავრობის წევრებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ 8 აგვისტო არა გლოვის, არამედ იმედის დღე უნდა იყოს.

"არ ვფიქრობ, რომ დღეს გლოვის დღე უნდა იყოს, როგორც არ მივიჩნევ, რომ 9 აპრილი გლოვის დღე უნდა იყოს, რადგან ეს არის ჩვენი მომავლის, იმედის დღე, რომელიც არასდროს არ უნდა დავკარგოთ. მახსენდება წლების მანძილზე, ძალიან ბევრს როგორ გვჯეროდა საქართველოს მომავალი დამოუკიდებლობის, როცა საბჭოთა კავშირი არსებობდა და ყველა ამბობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. დღესაც იგივეა, შეიძლება ვერ ვხედავდეთ ზუსტად კონკრეტულ გზას, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე მიგვიყვანს, მაგრამ ჩვენ რომ ამას დღეს ვერ ვხედავთ დაზუსტებით, არ ნიშნავს იმას, რომ ეს გზა ჩვენს წინ არ არის, ამ გზის უნდა გვჯეროდეს და ეს დღე სწორედ ამ გზის დაჯერების დღეა," - განაცხადა პრეზიდენტმა.

დღის ამბები