18 იანვარი 2022,   02:59
ვრცლად
ოკუპაცია არის დროებითი და მალე დავასრულებთ - კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. როგორც მან აღნიშნა, 8 აგვისტო არის დღე, როდესაც გმირებს პატივს მიაგებენ და დღევანდელი დღე მთელი საქართველოსთვის ძალიან მძიმე დღე არის.

"ეს ადამიანები არიან გმირები და სამუდამოდ დატოვეს სახელი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ოკუპაცია არის დროებითი და ამას ყველა ხვდება და ამას მალე დავასრულებთ," - განაცხადა კუჭავამ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე.

"თავდაცვის ძალებმა 170 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, კიდევ უფრო მეტი სამოქალაქო პირი შეეწირა რუსეთის აგრესიას, ასევე დაშავდა ათასობით პირი ქართული მხარის მხრიდან და ჩვენი ხელისუფლება ყველას მხარდაჭერას აღუთქვამს," - აღნიშნა ბურჭულაძემ.

დღის ამბები