23 იანვარი 2022,   07:22
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია - სახელმწიფოები დამატებით შეზღუდვებს აწესებენ

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა უკვე 203 მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 4 მილიონს აღემატება. უკვე ერთი თვეა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია მსოფლიოში, რის გამოც სახელმწიფოებში დამატებითი შეზღუდვები წესდება.

ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო სიდნეიში მოსახლეობა ვალდებულია ღია და დახურულ სივრცეებში პირბადეები ატარონ, სახლიდან კი 5 კილომეტრის მოშორებით გასვლა ეკრძალებათ. ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათია დაწესებული.

მოსახლეობას ღამის საათებში გადაადგილება ეკრძალებათ საბერძნეთის 2 კუნძულზე. იაპონიაში კი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის დაწესებას განიხილავენ. რეგულაციები უკვე მოქმედებს 8 პრეფექტურაში.

დღის ამბები