23 იანვარი 2022,   05:56
ვრცლად
ცეცხლმოდებული გზების გამო მოსახლეობამ კუნძული ევია ნავებით დატოვა - მსოფლიო ძლიერ ხანძრებს ებრძვის

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნა კვლავ ძლიერ ხანძარს ებრძვის. მოსახლეობის ევაკუაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საბერძნეთის კუნძულ ევიაზე.

ადგილობრივები იძულებულები გახდნენ სტიქიის ზონები ნავებით დაეტოვებინათ, რადგან გზების უმეტეს ნაწილზე ცეცხლის კერების გამო წვდომა შეზღუდული ჰქონდათ. განადგურებულია სახლები და დამწვარია ტყის ათასობით ჰექტარი.

თურქეთშიც ხანძრის ისევ უშედეგოდ ებრძვიან. იმ ადგილებში სადაც ცეცხლი უკვე ჩააქრეს ხანძრის ახალი კერები თავიდან ჩნდება. სტიქია იმდენად სწრაფად ვრცელდება, მოსახლეობის ევაკუაცია სხვადასხვა სოფლიდან, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხანძარს სულ 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის, ერთ-ერთი მოხალისეა.

ოცდამესამე დღეა, კალიფორნიას ხანძარი ანადგურებს. ქალაქი გრინვილი ფერფლად იქცა. 400 მდე სახლი სრულად განადგურდა. ხანძრის კერები ამ დროისთვის ჩრდილოეთისკენ მიიწევს რაც იმას ნიშნავს, რომ საფრთხის ქვეშ კიდევ 14 ათასი შენობაა. ამ დროისთვის და კი დაკარგულად 8 ადამიანი ითვლება.

ეკოლოგები ამბობენ, რომ ათასობით განადგურებული ჰექტარი ტყის მასის სრულად აღდგენას, შესაძლოა, საუკუნეების დასჭირდეს. ექსპერტები მსოფლიოში გახშირებულ სტიქიურ მოვლენებს კლიმატის ცვლილებებს უკავშირებენ. ხელისუფლებას კი ამ მიმართულების ქმედით ნაბიჯების გადადგომისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები