23 იანვარი 2022,   07:32
ვრცლად
ატლანტის ოკეანეში, უამინდობის გამო 42 მიგრანტი დაიღუპა

ატლანტის ოკეანეში 42 მიგრანტი დაიღუპა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მიგრანტებით დატვირთული ნავი ცუდ ამინდში დასავლეთ საჰარას სანაპიროდან კანარის კუნძულებისკენ მიცურავდა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები.

მსგავსი ინციდენტები აღნიშნულ მონაკვეთზე იშვიათი არ არის. წინა წელთან შედარებით, 2021 წელს აფრიკიდან წამოსულ მიგრანტთა რაოდენობა 156%-ითაა გაზრდილი.

დღის ამბები