18 იანვარი 2022,   12:21
ვრცლად
ეს დღე გვახსენებს "ნაციონალური მოძრაობის" ღალატს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძე

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე აგვისტოს ომის 13 წლისთავს სოციალური ქსელით გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე წერს, რომ ეს დღე გიორგი ანწუხელიძის, შინდისის გმირების, ასეულობით სამხედრო და სამოქალაქო პირის გმირობის დღეა.

"ეს დღე გვახსენებს რუსულ აგრესიასა და ოკუპაციას, რომელმაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათასობით ადამიანი დევნილად აქცია. ეს დღე გვახსენებს "ნაციონალური მოძრაობის" ღალატს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელმაც რუსეთს ჩვენი ორი ისტორიული კუთხის ოკუპაციის საშუალება მისცა და ეს ოკუპაცია თავისივე ხელმოწერით გაუფორმა.

უნდა გვახსოვდეს ჩვენი გმირები, რომ დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ!,"-წერს ირაკლი კობახიძე

დღის ამბები