17 იანვარი 2022,   10:38
ვრცლად
ჩემი მეუღლე აიცრა Sinopharm-ით, მე Pfizer-ით, გვინდა შეჯიბრი მოვაწყოთ - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. თავად პრემიერი დღეს Pfizer-ით აიცრა და განაცხადა, რომ იმუნიზაცია საზოგადოებას კოვიდისგა სიკვდილისგან იცავს.

"რატომ Pfizer-ი? - ჩემი მეუღლე აიცრა Sinopharm-ის ვაქცინით, ახლა გვინდა ერთგვარი შეჯიბრი მოვაწყოთ სახლში, რომელს უფრო ძლიერი იმუნიტეტი ექნება.

ყველა ოჯახის წევრი, მშობლები აცრილი მყავს, ასე რომ კიდევ ერთხელ მოსახლეობას ვეუბები, რომ აცრა არის აბსულუტურად უსაფრთხო. ყოველგვარი ჭორები და ტყუილები, რაც ვრცელდება, არის უსაფუძვლო და ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს. აცრა გიცავს სიკვდილისგან, ამიტომ დავიცვათ ჩვენი თავი და ოჯახის წევრები," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები